ვახტანგ გომელაური: თურქეთში ვიყავი საავადმყოფოში, მამა მყავს ცუდად – ისე დაისვენოს ჩვენმა მტრებმა, როგორც მე დავისვენე

“თურქეთში ვიყავი საავადმყოფოში, მამა მყავს ცუდად და თავზე ვედექი, ახლაც იქაა მძიმედ – ისე დაისვენოს ჩვენმა მტრებმა, როგორც მე დავისვენე. ყველამ ყველაფერი იცოდა სამწუხაროდ, მაგრამ ზოგი ჰავაიზე მასვენებდა, ზოგი სხვაგან”,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომელიც შოვში, სტიქიის ზონაში დღეს ჩავიდა.

მისივე თქმით, მსგავსი ინფორმაციები პოლიტიკა არ არის.

„გუშინ ჩამოვფრინდი, მაგრამ მგონი ყველამ კარგად იცის, სადაც ვიყავი. სამწუხაროდ, თითოეული ნაბიჯი, სადაც მივდივარ, ყველაფერი იციან და რატომღაც სად ვიყავი, ეს ვერ გაიგეს. თურქეთში ვიყავი, საავადმყოფოში ვიყავი ორი კვირა, მამა მყავს ცუდად და თავზე ვედექი. ახლაც იქ არის, ძალიან მძიმედ არის. ყველამ ყველაფერი იცოდა სამწუხაროდ, მაგრამ ზოგი ჰავაიზე მასვენებდა, ზოგი სხვაგან. არ შეიძლება ასეთი რაღაცები. იგივე, რაც კალაძის ოჯახზე გააკეთეს. ეს არის უკაცრავად და სიბინძურე. ეს პოლიტიკა აღარ არის. იგივე გააკეთეს ჩემზე, ვითომ ვისვენებ მე და არ ჩამოვედი. ისე დაისვენოს ჩვენმა მტრებმა, როგორც მე დავისვენე“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები