მიხეილ სარჯველაძე: სტიქიის მასშტაბის გათვალისწინებით, მარტივი არ არის ზუსტად პროგნოზირება, რა ვადაში და როდის შეიძლება მთლიანად დასრულდეს სამძებრო სამუშაოები

მმართველი გუნდის წევრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, შოვის სტიქიის ზომების და მასშტაბის გათვალისწინებით, მარტივი არ არის ზუსტად პროგნოზირება, რა ვადაში და როდის შეიძლება მთლიანად დასრულდეს სამძებრო სამუშაოები.

“სამძებრო სამუშაოების მიმდინარეობის დინამიკაზე ინფორმაცია, საზოგადოებას შტაბიდან მუდმივად მიეწოდება. მათ შორის, იმ ლოკაციების შესახებ, რომელიც შესაძლებლობის მიხედვით, ფართოვდება. ყველგან და სრული რესურსის მობილიზებით ხორციელდება სამძებრო სამუშაოები, თუმცა მასშტაბის და ზომების გათვალისწინებით, მარტივი არ არის ზუსტად პროგნოზირება, რა ვადაში და როდის შეიძლება მთლიანად დასრულდეს ეს სამძებრო სამუშაოები და ამავდროულად, უნდა ვთქვათ, რომ საზოგადოებას, პრაქტიკულად ყველა სიახლის შესახებ და ყველა მიმდინარე განახლების შესახებ მიეწოდება სრული ინფორმაცია”, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები