“იქნებ ბავშვების სურათების დადებაც არ იყოს საჭირო? მათი ამოცნობა უკვე ფოტოებით ვერ მოხდება” – ზაზა მესხის ყოფილი ცოლი

“ვხედავ, რომ ზაზას ჰყავს ბევრი მეგობარი სხვადასხვა ქვეყნებში, და რომ ბევრ თქვენგანს სურს რაღაცის გაკეთება. გთხოვთ, თუ გსურთ რაიმე სახის მოქმედების განხორციელება, პირველ რიგში დამიკავშირდით მე კოორდინაციისთვის!”,- ამის შესახებ შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაკარგული ზაზა  მესხის ყოფილი ცოლი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ბავშვების ფოტოების დადებაც საჭირო აღარ არის, რადგან მათი ამოცნობა ფოტოებით ვერ მოხდება.

“მე-9 დღე. დასვენება და ერთი თხოვნა:

დღეს დავისვენეთ.  ძალიან გვჭირდებოდა ძილი, სილამაზე, და სიწყნარე (და ნაყინიც).

ვხედავ, რომ ზაზას ჰყავს ბევრი მეგობარი სხვადასხვა ქვეყნებში, და რომ ბევრ თქვენგანს სურს რაღაცის გაკეთება (ისევე როგორც სხვებს). გთხოვთ, თუ გსურთ რაიმე სახის მოქმედების განხორციელება, პირველ რიგში დამიკავშირდით მე კოორდინაციისთვის! გახსოვდეს, რომ ზაზას უფროსი შვილი, და დედამისი, რომელიც ასევე ორი დაკარგული ბიჭის დედაა, ისევ აქ ვართ და იცოდეთ, რომ მინდა ყველა ბავშვზე ვიზრუნო. ეს მოიცავს მათ პირად ცხოვრებაზე ზრუნვას. გთხოვთ არ გააზიაროთ მათ სახელებს (სოციალური) მედიაში, და იქნებ ბავშვების სურათების დადებაც არ იყოს ამდენად საჭირო…? მათი ამოცნობა უკვე ფოტოებით ვერ მოხდება…”,- წერს ზაზა მესხის ყოფილი ცოლი.

ცნობისთვის, 3 აგვისტოს, შოვში მეწყერი ჩამოწვა. ზაზა მესხი ცოლთან და სამ შვილთან ერთად უწერაში ისვენებდა. გავრცელებული ინფორმაციით, 3 აგვისტოს ოჯახი შოვის მოსანახულებლად ავიდა. ოჯახი ნიდერლანდებში ცხოვრობდა და საქართველოში დასასვენებლად იყო ჩამოსული.

შოვში, სტიქიის დროს დაღუპულებს შორის ზაზა მესხის ცოლი, ალინა პოლიკოვსკა ამოიცნეს. მესხს და სამ შვილს ამ დრომდე ეძებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები