„რა სჭირთ შენი საპატიებელი? არ აპატიებ, თორემ კონცერტის ბილეთები არ გადაუხიო ერთბაშად“ – ერთ-ერთი მფრინავის ოჯახის წევრი ნიკოლოზ რაჭველს
მუსიკოს ნიკოლოზ რაჭველის “ფეისბუქ” მიმართვას, რომელსაც სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ერთ-ერთი მფრინავის ოჯახის წევრი კახა ბუზარიაშვილი გამოეხმაურა.
“ვერ ვაპატიებო. რა სჭირთ შენი საპატიებელი? არ აპატიებ, თორემ კონცერტის ბილეთები არ გადაუხიო ერთბაშად. როგორ არ აპატიებ? აი უპატიებელი რაც ქნეს ახლა დავწერ: 2 ეკიპაჟი მორიგეობს ქუთაისში. ხეობაში 100 კმ ზე ნაკლები სიჩქარით ვერ დაფრინავენ, იმიტომ რომ “პატოკებია.” ხოდა ღრუბლის კედელში შევიდნენ ბიჭები მაგ სიჩქარით, ფაქტიურად ბრმად. 100-დან ერთი პროცენტი ჰქონდათ და იმ ერთით გავიდნენ სამშვიდობოს. 2 საათში იყვნენ ადგილზე. ტალახში დაფლული ადამიანისთვის 2 საათი 2 საუკუნედ იწელება. ვიღაცას იქნება ჰგონია დაფლულ კაცს მხრებზე ტროსს მოდებენ და ამოგლეჯენ ტალახიდან თალგამივით. მათ მხოლოდ სამშვიდობოს გამოსული ხალხი გამოყავდათ და მაშველები შეჰყავდათ. ესაა უპატიებელი და არა იმ აბორტის ასკოლკების ნაბოდვარი. ასე რომ ბიჭებს მადლობა ვუთხრათ. ძალიან ნაწყენები არიან. პი და სი ახლა მაღაზიაში გამყიდველები ტელევიზირს უყურებდნენ და მფრინავებს აქებდნენ, გმირები გვყვავსო. კინაღამ ვუთხარი მე ვარ ერთი იმათგანი მაგრამ შემრცხვაო. იმ ხარება და გოგიასი არ იყოს. “კარგი ხალხი კიდევა ყოფილა ნათლიმაამ”, – წერს ბუზარიაშვილი.