მოსკოვის რეგიონში ოპტიკურ-მექანიკურ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა, სულ მცირე 11 პირია დაშავებული(ფოტო)

მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სერგიევ პოსადში, ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკური ქარხნის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქება მოხდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად, სულ მცირე 11 ადამიანია დაშავებული.
ასევე, აფეთქების ტალღამ ახლოს მდებარე სახლებში მინები ჩაამსხვრია.
საწარმოში ყველა შენობისა და სახელოსნოს ევაკუაცია გამოცხადდა, მათ შორის დაქირავებული ფართების.
ზოგიერთი ტელეგრამ-არხების ცნობით, აფეთქების მიზეზი დრონების თავდასხმა გახდა.
ზაგორსკის ქარხანა არის ოპტიკური და ოპტოელექტრონული მოწყობილობების წამყვანი მწარმოებელი სამართალდამცავი ორგანოებისთვის, მრეწველობისა და ჯანდაცვისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები