გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 აგვისტოს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 აგვისტოს 10:00-დან 10:15 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტშის სოფლებში – ჟინვალი, ანანური, ციხისძირი, ბიჩნიგაურები, ჩინთი, ცივწყარო, ქვემო არანისი, ზოტიკიანთკარი, ფიტავი, თანდილაანთკარი, პავლეური, დგნალი, ჭივილაანები, მღვიმე. 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ სოფლებს – მაღაროსკარი, ბარისახო, თვალივი, ზემო ხორხი, ჩარგალი, კორშა, გომეწარი, შარახევი, კაწალხევი, გუდრუხი, ხარტიშო, ლაუშა, თხილიანა. 11:00-დან 15:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს დაბა სტეფანწმინდაში, სოფლებში – ცდო, გველეთი, გერგეტზე, დევდორაკის მთაზე, დარიალში, ხოლო 12:30-დან 16:00 საათამდე, სოფლებში – სნო, აჩხოტი, არშა, ახალციხე, კარკუჩა, ჯუთა, გაიბოტენი, გარბანი. 12:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება აბონენტებს სოფელ დიღომში ხატაეთის, ცამეტი ასურელი მამის, პაატა ჯანიაშვილის, როსტევანის, ილია შეყლაშვილის, ვლადიმერ მაყაშვილის, ვახტანგ ჭელიძის და მიმდებარე ქუჩებზე, დავით აღმაშენებლის ხეივანში, ჩილიპირებში. 12:30-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ მომხმარებლებს თიანეთის სოფლებში – სიონი და ორხევი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები