“პროზექტურაში ამოვიცანით მიცვალებულის დასახიჩრებული გვამი” – შოვში მომხდარი ტრაგედიის კიდევ ერთი მსხვერპლის ვინაობა ცნობილია

შოვში მომხდარი ტრაგედიის კიდევ ერთი მსხვერპლის ვინაობა ცნობილია. ის გენად სულთანიშვილია. ინფორმაციას ოჯახი სოციალური ქსელის მეშვეობით ადასტურებს.

როგორც სოციალურ ქსელში მისი ახლობლები წერდნენ, სულთანიშვილი  კოტეჯების სასადილოს შეფმზარეული იყო.

“ოჯახი ვადასტურებთ გენო (გენადი) სულთანიშვილის დაღუპვის ფაქტს.

პროზექტურაში ამოვიცანით მიცვალებულის დასახიჩრებული გვამი.

კიდევ ერთი შოვის ტრაგედიის მსხვერპლი”,- წერს მამუკა ცერცვაძე.

შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 19 ადამიანი, ხოლო სტიქიის ზონიდან, 210 პირია გამოყვანილი. ამასთან, დაკარგულთა რიცხვი 14-მდე შემცირდა. ადგილზე ამ დრომდე უწყვეტი სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები