დაცული ტერიტორიების სააგენტო: ტყის ხანძრების პრევენციისთვის, ბუნებაში გასვლისას გამოიჩინეთ მაქსიმალური ყურადღება

“საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურის მოსალოდნელი მომატება ბუნებაში, განსაკუთრებით, ტყეებში, ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს”, – ამის შესახებ  გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციაშია ნათქვამი.

უწყება მოსახლეობას მოუწოდებს, ტყის ხანძრების პრევენციისთვის, ბუნებაში გასვლისას მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ.

“გახსოვდეთ, კლიმატის გლობალურმა ცვლილებამ ბუნებრივი კატასტროფების რისკი მნიშვნელოვნად გაზარდა. ამ ფონზე, ადამიანების დაუდევრობა კიდევ უფრო სავალალო შედეგების მომტანი ხდება.

დაცული ტერიტორიების სააგენტო გაფრთხილებთ !!!

ბუნებაში გასვლისას გამოიჩინეთ მაქსიმალური ყურადღება:

  • არ დაანთოთ კოცონი სპეციალურად გამოყოფილი ადგილების (საცეცხლურები) გარდა;
  • ტერიტორიის დატოვებამდე დარწმუნდით, რომ ცეცხლი ჩამქვრალია;
  • არ გადააგდოთ სიგარეტის ნამწვი;
  • არ დააბინძუროთ ბუნება, განსაკუთრებით, თუნუქისა და მინის ქილებით.

გაუფრთხილდით გარემოს!”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები