საქართველოში გერმანიის საელჩო: გერმანია საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს
საქართველოში გერმანიის საელჩო 2008 წლის აგვისტოს ომის მე-15 წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გერმანია საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.
„რუსეთ-საქართველოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებულ გვირგვინის შემკობის ცერემონიაზე პატივი მივაგეთ დაღუპულთა ხსოვნას. გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – ნათქვამია განცხადებაში.