საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.
“გაცნობებთ, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მატება. რა დროსაც განსაკუთრებით იზრდება ტყის ხანძრების რისკი. ხანძრის კერის ან დაკვამლიანების შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ში.
აღნიშნული ინფორმაციის შემცველი მოკლეტექსტური შეტყობინება დაეგზავნებათ მოქალაქეებს,” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.