შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, საფრანგეთი ქართველ ხალხსა და ხელისუფლებას სამძიმარს უცხადებს

საფრანგეთი, რაჭაში მომხდარი სტიქიის გამო, ქართველ ხალხსა და საქართველოს ხელისუფლებას სამძიმარს უცხადებს.

„გლოვის ამ დღეს საფრანგეთი ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების გვერდით დგას. სამძიმარს ვუცხადებთ შოვში მეწყერის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, ხოლო სტიქიის ზონიდან, 210 პირია გამოყვანილი. ადგილზე ამ დრომდე უწყვეტი სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები