თემურ მღებრიშვილის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, იდენტიფიცირებულია სტიქიის ზონაში გარდაცვლილი 16 ადამიანის ცხედარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, პროზექტურაში დამატებით ორი ცხედრის იდენტიფიცირება მოხერხდა.

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, ჯამში იდენტიფიცირებულია სტიქიის ზონაში გარდაცვლილი 16 ადამიანის ცხედარი,

„გვაქვს ბოლო ინფორმაცია, რომ პროზექტურაში 2 ცხედრის იდენტიფიცირება მოხერხდა დამატებით, დღეის მდგომარეობით, ჯამში – 16 ადამიანის, 16 ცხედრის. ეს არის ის სიახლე, რაც შემიძლია ამჟამად გითხრათ.

გამოძიება მყისიერად არის დაწყებული ორი მუხლით. რა შედეგებზე გავა გამოძიება წინასწარ რა თქმა უნდა ამის შესახებ ძნელია საუბარი, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მოხდეს გადაკვალიფიცირება გარკვეული მუხლების“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა „კურიერთან“ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, ხოლო სტიქიის ზონიდან, 210 პირია გამოყვანილი. ადგილზე ამ დრომდე უწყვეტი სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები