8 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას გზის კმ13-კმ32,6 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება

8 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას გზის კმ13-კმ32,6 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ13-კმ32,6 მონაკვეთზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2023 წლის 8 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით, მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია შემდეგი რეჟიმით:

• ყოველი კვირის ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, მოძრაობა თავისუფალია 05:00 სთ-დან, 09:00 სთ-მდე. ხოლო, დანარჩენ საათებში მოძრაობა აკრძალულია;

• შაბათს, მოძრაობა თავისუფალია 05:00 სთ-დან, 09:00 სთ-მდე და 15:00 სთ-დან, 20:00 სთ-მდე. ხოლო, დანარჩენ საათებში მოძრაობა აკრძალულია;

• კვირას, მოძრაობა თავისუფალია 05:00 სთ-დან, 20:00 სთ-მდე. ხოლო, დანარჩენ საათებში მოძრაობა აკრძალულია. კვირის ნებისმიერ დღეს, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. საავტომობილო გზის კმ1-კმ12 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები