მამუკა მდინარაძე: 18 ცხედრიდან ოთხის იდენტიფიცირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება
„ახალი ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის დილის შემდეგ. ეძებენ 16 ადამიანს. 18 ცხედრიდან ოთხის იდენტიფიცირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება, დანარჩენები იდენტიფიცირებულები არიან”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძე განაცხადა, რომელიც შოვის სტიქიასთან დაკავშირებით შექმნილ კრიზისის მართვის შტაბში იმყოფებოდა.
მდინარაძემ სტიქიის შედეგად დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.
„ახალი ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის დილის შემდეგ. ეძებენ 16 ადამიანს. 18 ცხედრიდან ოთხის იდენტიფიცირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება, დანარჩენები იდენტიფიცირებულები არიან. დღეს არის გლოვის დღე და კიდევ ერთხელ მიუხედავად იმისა, რომ ამაზე რამდენჯერმე ვილაპარაკე, მინდა ძალიან გულწრფელი სამძიმარი ვუთხრა თითოეული გარდაცვლილის ოჯახს. წარმოუდგენელი ამბავია, როდესაც დაკარგულები არიან ოჯახის რამდენიმე წევრი ერთდროულად. აქ რომ მოისმენთ ამბებს, ადამიანები, რომ თავის ოჯახზე გიყვებიან, შეუძლებელია მხოლოდ სიტყვებით გადმოსცე თანაგრძნობა. თანავუგრძნობ თითოეულ მათგანს და მთელს საქართველოს“, – განაცხადა მდინარაძემ.