ხავიერ კოლომინა შოვში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება

პოლიტიკურ და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე და კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში საგანგებო წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა  შოვში მომხდარ ტრაგედიას “ტვიტერზე” ეხმაურება.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ შოვში მომხდარი ტრაგიკული მეწყერის გამო. გულწრფელი სამძიმარი ნატოსგან ჩვენს ქართველ პარტნიორებს. ფიქრები მსხვერპლებთან და მათ ახლობლებთანაა”,- წერს კოლომინა.

შეგახსენებთ, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 18 ადამიანია დაღუპული. დღეს საქართველოში გლოვის დღეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები