ისრაელის საელჩო: დღეს ჩვენ ვგლოვობთ საქართველოსთან ერთად

საქართველოში ისრაელის საელჩო შოვში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.

“დღეს ჩვენ ვგლოვობთ საქართველოსთან ერთად. ქნესეთის თავმჯდომარე, ამირ ოხანა უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას, ხოლო ქართველ ხალხს მხნეობასა და გამძლეობას უსურვებს.

კურთხეულ იყოს მათი სახელები, ვინც ამ საზარელ ტრაგედიას ემსხვერპლა”,- წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 18 ადამიანია დაღუპული. დღეს საქართველოში გლოვის დღეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები