“ეს არ არის მარტო ცალკეული ოჯახების ტრაგედია, ეს მთელი ქვეყნის ტრაგედიაა” – თემურ მღებრიშვილი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა შოვში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

„დღეს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ქვეყანაში გამოცხადდა გლოვის დღე და მინდა თითოეულ ოჯახის წევრს, დაზარალებულს მივუსამძიმრო და მწუხარება გამოვთქვა. ეს არ არის მარტო ცალკეული ოჯახების დანაკლისი და ტრაგედია, ეს რა თქმა უნდა მთელი ქვეყნის ტრაგედიაა. კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ოჯახების მისამართით“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები