იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ყველა უწყების ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ყველა უწყების ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

„7 აგვისტო ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა გლოვის დღეა.

8 აგვისტო – საქართველოში რუსეთის ფედერაციის მიერ ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისას დაღუპულთა ხსოვნის დღე“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები