შვედეთი საქართველოს, გლოვის დროს, სოლიდარობას უცხადებს
შვედეთი სოლიდარობას უცხადებს საქართველოს გლოვის დროს და უსამძიმრებს შოვში დაღუპულთა ოჯახებს.
ამის შესახებ საქართველოში შვედეთის საელჩოს განცხადებაში ნათქვამი.
„შვედეთი სოლიდარობას უცხადებს საქართველოს გლოვის დროს და გულწრფელად უსამძიმრებს რაჭაში, შოვში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს. ჩვენ ვადევნებთ თვალს მიმდინარე სამაშველო და საევაკუაციო ოპერაციას. ვიმედოვნებთ, რომ სტიქიის ზონაში დაკარგული და ჩარჩენილი ადამიანები უვნებლად დაბრუნდებიან სახლებში“, – ნათქვამია დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებაში.