გერმანია შოვში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
ამის შესახებ დიპლომატმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„გერმანიის სახელით, თანაგრძნობას ვუცხადებ რაჭაში, შოვში ჩამოწოლილი მეწყერის დროს დაზარალებულებს. ვფიქრობთ და ვლოცულობთ დაღუპულთა ოჯახებისთვის, დაშავებულებისა და სამაშველო სამუშაოებში მონაწილე ადამიანებისთვის“, – წერს პეტერ ფიშერი.