უკრაინის საელჩო შოვში ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

უკრაინის საელჩო შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

ამის შესახებ საქართველოს უკრაინის საელჩოს ფეისბუქ გვერდზეა ნათქვამი.

“უკრაინის საელჩო საქართველოში უსამძიმრებს მოძმე ქართველს ხალხს და გულწრფელ მწუხარებას გამოთქვამს რაჭის მთიან რეგიონში, კურორტ შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ადამიანების ტრაგიკულად დაღუპვის გამო.

სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს.

მწუხარებით ქედს ვიხრით მათ წინაშე”,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები