მამუკა მდინარაძე: უმძიმესი ტრაგედიაა, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს და ჩვენს ქვეყანას – ტრაგედიით სარგებლობის, მავნებლობისა და თაღლითობის ის მასშტაბი, რასაც ორი დღეა – ვხედავთ, მართლა წარმოუდგენელია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში რაჭაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.

„უმძიმესი ტრაგედიაა. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს და ჩვენს ქვეყანას. ტრაგედიით სარგებლობის, მავნებლობისა და თაღლითობის ის მასშტაბი, რასაც ორი დღე ვხედავთ, მართლა წარმოუდგენელია. სხვა შეფასება ალბათ რთულია და ახლა არც ამის დროა.

მადლობა ყველა უწყებას, მაშველებს, პოლიციელებს, რომლებიც თავდაუზოგავად და მაღალპროფესიულად ებრძვიან სტიქიის შედეგებს. მათ უკვე შეძლეს ყველა ადამიანი, რომლებთანაც კომუნიკაცია შედგა, უვნებლად გამოეყვანათ სტიქიის ზონიდან, ახლა კი ძებნის სამუშაოებს აგრძელებენ დაკარგული ადამიანების პოვნის უდიდესი იმედით“, – წერს მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები