საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა შოვში ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს

default

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა შოვში ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს.

ამის შესახებ წარმომადგენლობის სოციალურ ქსელშია ნათქვამი.

“საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გულწრფელად უსამძიმრებს შოვში დამანგრეველი მეწყერის გამო ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს.

ევროკავშირის წარმომადგენლობა ყურადღებით ადევნებს თვალს მიმდინარე სამაშველო და ევაკუაციის ოპერაციებს, რომლებსაც შესაბამისი უწყებები, მედიკოსები და იქ მყოფი ადამიანები ატარებენ და იმედოვნებს, რომ სტიქიის ზონაში ყველა დარჩენილი და უგზო-უკვლოდ დაკარგული სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნებას შეძლებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები