“ვისაც ჰგონია, გამართლებულია, რომ ამ დიდ უბედურებაზე ვინმემ პოლიტიკური დივიდენდებისთვის აქციებზე სირბილი დაიწყოს, კი ბატონო, ეს მათი ნებაა” – მიხეილ სარჯველაძე

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე – მიხეილ სარჯველაძე, რომელიც შოვში სტიქიის ეპიცენტრში იმყოფება, გარდაცვლილების ოჯახებს უსამძიმრებს.

„სამძიმარი მინდა, ვუთხრა გარდაცვლილების ოჯახებს. არ ვიცი, ამაზე უფრო დიდი უბედურება რა შეიძლება, იყოს. წარმოუდგენელი ტრაგედიაა, ენით აღუწერელი და სიტყვები არ არის საკმარისი ამის გამოსახატავად, რაც ჩვენს გულებში ტრიალებს. არ შეიძლება ყველაფერზე ხელის მოთბობას ელოდოს ადამიანი. გეოლოგები და სპეციალისტები როდესაც საუბრობენ, რომ არის ასეთი კატასტროფები, რომელიც ხდება ყველგან, სადაც არის მთა, მდინარე, ასეთ დროს საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლებას რაღაც შეეძლო და გააკეთა, ან არ გააკეთა, ეს წარმოუდგენელი ლაპარაკია. მგონია, რომ ყველა ვთანხმდებით იმასთან დაკავშირებით, რომ ახლა რაც არის ნომერ პირველი ამოცანა, ამაზეა ყურადღება კონცენტრირებული.

ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა ის გადაწყვეტილებები, რომელიც მიღებულია და ვფიქრობ, რომ ეს არის სწორედ ის გადაწყვეტილებები, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალური ძალისხმევის ჩადებას, ყველა შესაძლო რესურსის გამოყენებას საიმისოდ, რომ რაც შეიძლება შევამციროთ ის უბედურება, რომელიც ახლა ტრიალებს. ვისაც ჰგონია, რომ ეს ეთიკურია, ზნეობრივად გამართლებულია, რომ ამ დიდ უბედურებაზე ვინმემ პოლიტიკური დივიდენდებისთვის აქციებზე სირბილი დაიწყოს, კი ბატონო, ეს მათი ნებაა და უფლება, მაგრამ არ მგონია, რომ ს გამართლებულია რაიმე თვალსაზრისით, პირველ რიგში ეთიკურობის თვალსაზრისით“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები