აშშ-ის საელჩო: ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებთ შოვში გარდაცვლილთა ოჯახებსა და მეგობრებს და ვლოცულობთ დაკარგულთა დროულად პოვნისათვის
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო შოვში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ საელჩო გარდაცვლილთა ახლობლებს უსამძიმრებს და დაკარგულთა დროულად პოვნისთვის ლოცულობს.
„ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებთ შოვში გარდაცვლილთა ოჯახებსა და მეგობრებს და ვლოცულობთ დაკარგულთა დროულად პოვნისათვის.
ამ მძიმე წუთებში მაშველების თავდადება და ტრაგედიის პირისპირ ქართველი ხალხის გულწრფელი მხარდაჭერის სურვილით აღსავსე ერთიანობა შთამაგონებელია“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულია 7 ადამიანი, 30 დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებენ. მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება.