“აფხაზეთის გავლით რუსეთ-სომხეთის რკინიგზის გახსნა მიღწევადია, თუ ყველა მხარე პრაგმატული ინტერესებით იხელმძღვანელებს” – რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორი, დენის გონჩარი აცხადებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გავლით საავტომობილო და რუსეთ-სომხეთის რკინიგზის გახსნა მიღწევადია, თუ ყველა მხარე პრაგმატული ინტერესებით იხელმძღვანელებს.

ამის შესახებ მან “ტასს”-თან ინტერვიუში განაცხადა.

“რუსეთსა და სომხეთს შორის ტრანზიტული კომუნიკაციის პრობლემა აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს გავლით, პერიოდულად განიხილება ერევანთან კონტაქტების დროს, იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთის ობიექტური ინტერესია დამატებითი სატრანსპორტო დერეფნების გახსნა, რომლებიც დააკავშირებს ჩვენს ქვეყნებს საქართველოს სამხედრო გზის პარალელურად. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ხელს შეუწყობდა რეგიონის სატრანსპორტო, ლოგისტიკური და სატრანზიტო პოტენციალის გამოვლენას და იმუშავებდა სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყნის ინტერესებისთვის. მიგვაჩნია, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა საკმაოდ მიღწევადია, თუ ყველა დაინტერესებული მხარე იხელმძღვანელებს პრაგმატული ინტერესებით და გაითვალისწინებს რეგიონში არსებულ რეალობას”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები