“20 წელია, პუტინისგან ბევრ ცოდნას ვიღებ, ცხოვრებაში გამიმართლა” – პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა თავისი უფროსი, ვლადიმერ პუტინი მთავარ მასწავლებლად დაასახელა.

მისი თქმით, მასთან მუშაობის წლების განმავლობაში ბევრი ცოდნა მიიღო.

“ცხოვრებაში გამიმართლა. ფაქტობრივად, 20 წელია, უშუალო სიახლოვეში ვარ ადამიანთან, რომელიც ჩემთვის სწორედ “ის” მასწავლებელია. ვგულისხმობ პუტინს. იმ მოლაპარაკებებს, რომელსაც ის აწარმოებს, თუ როგორ იცავს თავის მოსაზრებას. ეს ყოველთვის არ ხდება საჯარო. თუ როგორ იყენებს არგუმენტებს, როგორ არწმუნებს თანამოსაუბრეებს, ის, თუ რაოდენ არასასიამოვნო რამის თქმა უწევს ზოგჯერ ვინმესთვის – ჩემთვის ფასდაუდებელი გამოცდილებაა და მართლაც ბევრი ცოდნა მივიღე”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები