ე.წ.სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს ახალგორში, ნებართვის გარეშე, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების უფლება მისცეს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს 2 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ეძლევათ უფლება განახორციელონ გარკვეული სახის ეკონომიკური საქმიანობა, კერძოდ, სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეძენა და ტრანსპორტირება ცხინვალის, ზნაურის და ახალგორის მუნიციპალიტეტში, შესაბამისი ნებართვის მიღების გარეშე.
ამის შესახებ ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახური იტყობინება.
„ამავდროულად, ამ მიზნით სასაზღვრო ზონაში შესვლისთვის აუცილებელია პასპორტის წარდგენა, ადგილის დაზუსტება, ეკონომიკური სამუშაოების ჩატარების ბუნების და ვადის მითითება“, – ნათქვამია ანგარიშში.
ეს ღონისძიება მიზნად ისახავს ხელსაყრელი პირობების შექმნას აქტიური სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების პერიოდში.