ბელარუსი საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ პოლონეთის ბრალდებებს უარყოფს

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ორ ბელორუსულ სამხედრო თვითმფრინავს, პოდლასკის სავოევოდოს მიდამოში პოლონეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია.

გარდა ამისა, ბელარუსის თავდაცვის უწყებამ ვარშავა დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მას ამგვარი ბრალდებები „ბელარუსის საზღვართან ძალების და საშუალებების შეგროვების კიდევ ერთი დასაბუთებისთვის სჭირდება“.

„ბელარუსის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო პოლონეთის მხრიდან ობიექტური კონტროლის მონაცემებით არ ადასტურებს შეტყობინებას „ერთმა ბებიამ თქვა“ სტილში განიხილავს და აღნიშნავს, რომ არ მომხდარა საჰაერო სივრცის დარღვევა. ვერტმფრენები Mi-24 და Mi-8“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, პოლონეთის თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ ბელარუსის ორმა ვერტმფრენმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები