პოლონეთის თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ ბელარუსის ორმა ვერტმფრენმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია. ამის შესახებ პოლონეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
მათივე ცნობით, ვერტმფრენები საზღვართან წვრთნებს ახორციელებდნენ, რის შესახებაც ბელორუსულმა მხარემ პოლონეთს წინასწარ აცნობა.
პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა საზღვარზე ჯარისკაცების რაოდენობის გაზრდის, დამატებითი ძალებისა და რესურსების, მათ შორის საბრძოლო ვერტმფრენების გამოყოფის ბრძანება გასცა. ინციდენტის შესახებ ინფორმირებულია ნატოც.
გარდა ამისა, კომიტეტი შეთანხმდა, რომ ბელარუსის საქმეთა დროებით რწმუნებულს მომხდარის ასახსნელად პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახებენ.