გაერო: უკრაინაში ივლისში 143 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

უკრაინაში ივლისში 143 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის ოთხი ბავშვია. ჯამურად, რუსეთის აგრესიის დაწყებიდან დღემდე, ომს 9369 ადამიანი შეეწირა.

ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი იტყობინება.

გაეროს შეფასებით, უკრაინის ლეგიტიმური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე ერთ თვეში 125 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის – ოთხი ბავშვი, ხოლო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე – 18 ადამიანი.

ომის დასაწყისიდან 9369 დაღუპულთაგან 7283 პირი ლეგიტიმური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გარდაიცვალა.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე 2086 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 16 646 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა.

ამავე დროს, გაეროს ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ რეალურად დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა, ბევრად დიდი იყოს, რადგან მათ არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია ისეთი ადგილების შესახებ, როგორიცაა მარიუპოლი, ლისიჩანსკი, სევეროდონეცკი ან პოპასნაია, სადაც, როგორც რუსული დაბომბვისა და ურბანული ბრძოლების შედეგად, სავარაუდოდ, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები