თეთრმა სახლმა გააკრიტიკა რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთმა შესაძლოა ბირთვულ იარაღს მიმართოს, თუ უკრაინის კონტრშეტევა წარმატებული იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თეთრ სახლში მედვედევის ამ განცხადებას უგუნური და უპასუხისმგებლო უწოდეს.
„ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინაში – ან სადმე სხვაგან – კატასტროფული იქნება მსოფლიოსთვის და მძიმე შედეგები მოჰყვება რუსეთისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო მონიტორინგს, მაგრამ არ დაგვიფიქსირებია რაიმე მიზეზი, რომ შეცვალოთ ჩვენი ბირთვული პოლიტიკა და არც რაიმე მინიშნება იმისა, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად“, – აღნიშნა ბაიდენის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინელი სამხედროების კონტრშეტევა წარმატებული აღმოჩნდება, რუსეთს 02.06.2020 წლის, ვლადიმერ პუტინის განკარგულების ამოქმედება მოუწევს, რომელიც ბირთვული იარაღის გამოყენებას გულისხმობს.