4 დაღუპული და 17 დაშავებული – რუსებმა ხერსონი დაბომბეს

უკრაინის ქალაქ ხერსონზე რუსული თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი Telegram-ზე ავრცელებს.

„რუსეთის არმია ხერსონს ბომბავს. მტერს იერიში მიაქვს დასახლებულ პუნქტებზე – კორაბელის რაიონი და ქალაქის ცენტრალური ნაწილი ყველაზე მეტად დაზარალდა. ამ დროისთვის, ჩვენთვის ცნობილია ოთხი დაღუპულისა და 17 დაშავებულის შესახებ“, – წერს ერმაკი.

როგორც მან აღნიშნა, ყველაზე ახალგაზრდა დაშავებული 16 წლისაა.

„რუსი ტერორისტები აგრძელებენ ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“, – დასძინა ერმაკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები