ზურაბ აზარაშვილი: ის კლინიკები, რომლებიც შევარჩიეთ, სრულად ფარავს ბავშვთა ონკოლოგიის ნებისმიერ მიმართულებას და ამ მხრივ გამოჯანმრთელების შანსები მაქსიმუმამდეა აყვანილი

“ის კლინიკები, რომლებიც თურქეთში, ისრაელსა და ესპანეთში შევარჩიეთ, სრულად ფარავს ბავშვთა ონკოლოგიის ნებისმიერ მიმართულებას და ამ მხრივ გამოჯანმრთელების შანსები მაქსიმუმამდეა აყვანილი”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბავშვებს კლინიკებში მკურნალობა უკვე შეუძლიათ.

„ასევე იყო გერმანიისა და საფრანგეთის კლინიკები, თუმცა საბოლოოდ, ვინც გამოთქვა სურვილი და ყველა არსებულ კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, რომელიც დაკავშირებულია ხარისხთან, შედეგთან და ასევე მოლაპარაკების ნაწილში მნიშვნელოვანი იყო ფინანსური მხარეც, აღნიშნულ სამ კლინიკაზე შევჯერდით და დღეს უკვე საბოლოოდ, ეს ისტორიული გადაწყვეტილება დაგვირგვინდა ხელშეკრულებით. ბავშვებს უკვე შეუძლიათ კლინიკებში მკურნალობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ის კლინიკები, რომელიც თურქეთში, ისრაელსა და ესპანეთში შევარჩიეთ, სრულად ფარავს ბავშვთა ონკოლოგიის ნებისმიერ მიმართულებას და ამ მხრივ გამოჯანმრთელების შანსები მაქსიმუმამდეა აყვანილი“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები