ზურაბ აზარაშვილი: ვმუშაობთ იმაზე, რომ საქართველოში გვქონდეს ბავშვთა ონკოლოგიის სრულყოფილი ცენტრი

“ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ საქართველოში გვქონდეს ბავშვთა ონკოლოგიის სრულყოფილი ცენტრი და ვფიქრობ, რამდენიმე წელში აღარ უნდა ჰქონდეს ქვეყანას იმის საჭიროება, რომ ბავშვები საზღვარგარეთ გავუშვათ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა. 

მინისტრი ფიქრობს,  რომ ძალიან მალე იქნება სრულყოფილი გეგმა და გადაწყვეტილებები, როგორც მშენებლობის დაწყების, ასევე, სავარაუდო ვადების კუთხით.

„ვმუშაობთ სრულ პროექტზე რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარების კუთხით, სხვადასხვა სერვისთან ერთად, ცალკე შესაძლებლობა და მიმართულება რომ გვქონდეს ბავშვთა ონკოლოგიის კუთხით. იქ უნდა გვქონდეს სრულყოფილი ონკოლოგიური კლინიკა, სადაც მოხდება როგორც დიაგნოსტირება, ასევე მკურნალობა.

მკურნალობის პროცესში ძალიან დიდ შესაძლებლობებს გვაძლევს პროტონოთერაპია, რაც ქუთაისში კეთდება. ესეც იქნება მკურნალობის ნაწილი. ვფიქრობ, ძალიან მალე გვექნება სრულყოფილი გეგმა და გადაწყვეტილებები, როგორც მშენებლობის დაწყების, ასევე სავარაუდო ვადების კუთხით“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები