ფესტივალი „მომავლის ხმები“ დასრულდა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, ფესტივალი „მომავლის ხმები“ დასრულდა.
ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, 17-იდან 28 ივლისამდე, ანაკლიამ 18 სალოტბარო სკოლის 420 მოსწავლეს უმასპინძლა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან.
ფესტივალის მონაწილეებმა ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში სამი კონცერტი გამართეს. ფესტივალის პროგრამა შემოქმედებით, გასართობ და სპორტულ ღონისძიებებს მოიცავდა.
პროექტი ახალგაზრდებში მრავალხმიანობის პოპულარიზაციას, სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული ნიმუშების უკეთ შესწავლას და მოსწავლეების დამეგობრებას ემსახურება.