მარიამ ქვრივიშვილი: არსებობს ბრალდებები, რომ თურმე ტურიზმის სტატისტიკაში აღვრიცხავთ ადამიანებს, რომლებმაც შეიძლება ქვეყანაში უფრო გრძელი ვადით დარჩენა გადაწყვიტონ, ეს არის ტყუილი და არაკომპეტენტურობა

არსებობს არაერთი ბრალდება, რომ თურმე ტურიზმის სტატისტიკაში აღვრიცხავთ ადამიანებს, რომლებმაც შეიძლება გადაწყვიტონ ქვეყანაში უფრო გრძელი ვადით დარჩენა, ეს არის ტყუილი და არაკომპეტენტურობა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ყველამ იცის, რომ ჩვენი ქვეყანა, ისევე როგორც ყველა განვითარებული ქვეყანა, სრულად ეფუძნება ტურისტული სტატისტიკის დათვლას, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მეთოდოლოგიით. ეს მეთოდოლოგია დაფუძნებულია მხოლოდ ერთ მარტივ ჭეშმარიტებაზე, რაც არის ქვეყნიდან გასული ტურისტების გასვლა. როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყანაში შემოვიდა 2 900 000 ტურისტი, ეს სტატისტიკა ეფუძნება 2 900 000 ტურისტის გასვლას ქვეყნიდან“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები