„თავისუფლების ბურჯები“ – უკრაინის დასახმარებლად გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

30 ივლისს, 14.00 საათზე, მწერალთა სახლში გაიმართება ღონისძიება, რომლის მიზანია უკრაინის საომარი ყოველდღიურობის ასახვა. მწერალთა სახლის ინფორმაციით, დამსწრე საზოგადოებას  შესაძლებლობა ექნება, ახლო პერსპექტივიდან დაინახოს უკრაინელების ძალისხმევა და ერთობა რუსეთის ომში, რომელიც დღემდე გრძელდება და კვლავ აქტუალურია.
ღონისძიების პროგრამა:
▪️ ფოტოგამოფენა „თავისუფლების ბურჯები“, ომის ცნობილი ფოტოგრაფების: ვიტალი იურასოვის, გიორგი ივაშჩენკოსა და სხვათა მონაწილეობით;
▪️ ცოცხალი უკრაინული მუსიკა;
▪️ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა უკრაინელი სამხედროების მხარდასაჭერად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები