ფესტივალი „Art-გენი 2023“ 30 ივლისს ნიაზ დიასამიძის კონცერტით დაიხურება
„Art-გენი 2023“-ის თბილისის ტური ტრადიციულად თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში 20 ივლისს დაიწყო და 30 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მე-20 საიუბილეო წელთან დაკავშირებით, ფესტივალი მაყურებელს რამდენიმე სიახლეს ჰპირდება.
„Art-გენი 2023“ „სუხიშვილებმა“ გახსნეს. ფესტივალზე უკვე გამოვიდნენ: რობი კუხიანიძე & Outsaider, CIRCUS MIRCUS; „კახაბერი და ხანუმები“; ნინო ქათამაძე & INSIGT, პაპუნა შარიქაძე & ხონძი.
„Art-გენი 2023“ „სუხიშვილებმა“ გახსნეს. ფესტივალზე უკვე გამოვიდნენ: რობი კუხიანიძე & Outsaider, CIRCUS MIRCUS; „კახაბერი და ხანუმები“; ნინო ქათამაძე & INSIGT, პაპუნა შარიქაძე & ხონძი.
28 ივლისს – დაგეგმილია ანსამბლ „თამადას“ კონცერტი, 29 ივლისს კი – GAGA FRANI-ს.
30 ივლისს „Art-გენი 2023“ ნიაზ დიასამიძის კონცერტით დაიხურება.
30 ივლისს „Art-გენი 2023“ ნიაზ დიასამიძის კონცერტით დაიხურება.
ფესტივალის წარმდგენია „ავერსი“.
„Art-გენი 2023“ რეგიონული ტურნეთი დაიწყო. ფესტივალი 1 ივლისს, დმანისში, პანტიანის ტბაზე, 7 ივლისს კი რუსთავში გაიმართა.
„Art-გენი 2023“ რეგიონული ტურნეთი დაიწყო. ფესტივალი 1 ივლისს, დმანისში, პანტიანის ტბაზე, 7 ივლისს კი რუსთავში გაიმართა.
ფესტივალი „Art-გენი“ 2004 წელს დაფუძნდა. 20 წლის მანძილზე „Art-გენმა“ მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. მათ შორის, დაკარგვის პირას მყოფი ბევრი უნიკალური მასალა.
ფოლკლორის და თანამედროვე მუსიკის ერთ სივრცეში წარმოდგენით და სხვადასხვა ტიპის აქტივობით, „არტ-გენს“ ასევე, მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდებში ფოლკლორის პოპულარიზაციის ხელშეწყობასა და რეგიონებში ფოლკლორული ანსამბლების განვითარების საქმეში. „Art-გენმა“ ბევრი ახალი ანსამბლის, ჯგუფის და მუსიკოსის ჩამოყალიბებას და განვითარებას შეუწყო ხელი. ცოცხალი და საავტორო მუსიკის პოპულარიზაციის ფარგლებში, მისი დამსახურებით, არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი და ბენდი გაიცნო ფართო აუდიტორიამ.