„ამერიკელი დიპლომატის თვალით დანახული საქართველო“ – ფოტოგამოფენა გაიხსნება
28 ივლისს, 19:00 საათზე, კაფე „მზიურში“, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ატაშეს, მარიო მონტოიას ახალი ფოტოგამოფენა – „ამერიკელი დიპლომატის თვალით დანახული საქართველო“ გაიხსნება. ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა ასახავს 20 ამბავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
მარიო მონტოიას შესახებ:
მარიო მონტოია დაიბადა ალბურკში, ნიუ მექსიკოში. ცხოვრობდა შვიდ ქვეყანაში. საქართველოში ახლახან კიევიდან დაბრუნდა. 10 წელია, რაც დოკუმენტური ფოტოგრაფიით არის გატაცებული. მარიოს ფოტოგრაფია წარმოდგენილია ვაშინგტონის სამხატვრო გალერეებში, კიევის გამოფენებსა და საერთაშორისო ჟურნალებში. მარიო არის „უცნობი ამერიკის’“ დოკუმენტური ფოტოგამოფენის ავტორი, რომელიც დამთვალიერებლებს აჩვენებს შეერთებული შტატების საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ მხარეებს. გამოფენა „უცნობი ამერიკა“ წარდგენილი იყო საქართველოშიც, თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ყვარელში, ამერიკულ სივრცეში.