თურქეთის ქალაქ სინოპში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა
თურქეთში, ქალაქ სინოპში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა. ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე ავრცელებს.
„დღეს თურქეთში, ქალაქ სინოპში ქართული ბიბლიოთეკა გავხსენით. ნაბიჯ-ნაბიჯ, მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვან ქალაქში გავხსნით ქართული წიგნის კუთხეს“, – წერს გიორგი კეკელიძე.