აჭარული ნაქარგობის მოტივებზე შექმნილი კოლექციის წარდგენა გაიმართება

25 ივლისს, 19:00 საათზე, „თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში, უმასპინძლებს ფოტოგრაფისა და დიზაინერის, ირმა შარიქაძის ბრენდის – Irma De Flore-ის აჭარული ნაქარგობის მოტივებზე შექმნილი კოლექციის წარდგენას.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კოლექცია აერთიანებს „აჭარული მზითვის ფერის” ფარგლებში გადაღებულ ფოტონამუშევრებს და აჭარელი ქალების მიერ ხელით მოქარგულ კაფსულა კოლექციას: მაისურებს, ჩანთებსა და ბალიშებს.
მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, შეარჩიონ მათთვის სასურველი უნიკალური ნაქარგობით შექმნილი ნივთები დიზაინერის კოლექციიდან.
აჭარული ნაქარგობა ქართული ტრადიციული რეწვის ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. 2020 წელს, ქარგვის ტრადიციას მთიან აჭარაში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები