Visa და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ერთობლივ პროექტს იწყებენ მცირე და საშუალო ბიზნესის გასაძლიერებლად საქართველოში
Visa-მ, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან პარტნიორობით, ინიციატივა – “Ecommerce in a box” წარადგინა, მცირე და საშუალო ბიზნესის (SMEs) მხარდასაჭერად საქართველოში. ერთობლივი პროექტი, მიზნად ისახავს, ბიზნესების ციფრული საქმიანობის განვითარების ხელშეწყობას და ელექტრონულ კომერციაში გაფართოების მიზნით, შესაძლებლობების შექმნას.
პროგრამის მონაწილე მცირე და საშუალო ბიზნესებს წვდომა ექნებათ რესურსებზე, მათ შორის ონლაინ მაღაზიის შექმნისთვის ყველა საჭირო ხელსაწყოზე, გადახდის დამუშავების გადაწყვეტებსა და მარკეტინგულ მხარდაჭერაზე.
პროექტი საქართველოს ბაზრის საჭიროებების გათვალისწინებით, შემუშავებულია სპეციალურად მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, რაც მათ შემოსავლების ნაკადების დივერსიფიკაციისა და ციფრული ბაზრის უზარმაზარი პოტენციალის ათვისების საშუალებას აძლევს.
Visa-ს გენერალურმა მენეჯერმა კავკასიაში, დიანა კუღურაძემ განაცხადა, რომ პარტნიორობა მიზნად ისახავს ბიზნეს სექტორის გაძლიერებას და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას საქართველოში.
„მოხარული ვართ, რომ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით ვიწყებთ ერთობლივ ინიციატივას. პროექტი Ecommerce in a Box ფოკუსირებულია მცირე და საშუალო საწარმოებზე, რომლებსაც წვდომა ექნებათ სხვადასხვა რესურსებზე და სრულად აითვისებენ ელექტრონული კომერციის შესაძლებლობებს. ჩვენი პარტნიორობა მიზნად ისახავს ბიზნეს სექტორის გაძლიერებას და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას საქართველოში,” – აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს გენერალურმა მენეჯერმა კავკასიაში.
USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ელექტრონული კომერციისა და ICT-ის ხელმძღვანელმა, პაატა სირბილაძემ აღნიშნა, რომ პლატფორმა შეასრულებს ყოვლისმომცველი ჰაბის როლს.
„ჩვენ გვჯერა მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSMEs), როგორც ეკონომიკური ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის მამოძრავებელი ძალის უზარმაზარი პოტენციალის. ჩვენ კარგად ვიცნობთ იმ უნიკალურ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც MSME-ები დგანან, ბაზრებზე წვდომის, რესურსების და განვითარებისთვის საჭირო მხარდაჭერის კუთხით. სწორედ ამიტომ, ვამაყობთ, რომ საშუალება გვაქვს Visa-სთან ერთად წარვადგინოთ ტრანსფორმაციული ინიციატივა, რომლის მიზანიც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დინამიკური ეკოსისტემის შექმნაა. ეს პლატფორმა შეასრულებს ყოვლისმომცველი ჰაბის როლს, რომელიც მცირე და საშუალო საწარმოებს შესაძლებლობების ფართო სპექტრთან, რესურსებსა და ქსელებთან დააკავშირებს,“ – აღნიშნა პაატა სირბილაძემ, USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ელექტრონული კომერციისა და ICT-ის ხელმძღვანელმა.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია, 250 მცირე და საშუალო ბიზნესის ჩართულობა საქართველოს მასშტაბით 3 ძირითადი სექტორის გათვალისწინებით: მცირე საცალო ვაჭრობა და მომსახურების პროვაიდერები, სწრაფი კვების ობიექტები, კაფეები და რესტორნები, ასევე მოგზაურობასთან დაკავშირებული კომპანიები, მათ შორის სასტუმროები და ჰოსტელები. მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ელექტრონული კომერციის განვითარებაში მხარდაჭერა, მათთვის დამატებით შესაძლებლობების შექმნას გულისხმობს, რათა გააფართოონ ციფრული საქმიანობა და მომხმარებელთა ბაზა.
Ecommerce in a Box-ის ძირითადი მახასიათებლებია:
- ექვაიერი ბანკის შერჩევა: თითოეულ მონაწილე სავაჭრო ობიექტს შეუძლია აირჩიოს ელექტრონული კომერციის სამი საუკეთესო ექვაიერი ბანკიდან ერთ-ერთი, კერძოდ, თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი და ლიბერთი ბანკი. პროგრამის ბენეფიციარებს არჩეული ბანკი გადასცემს Visa Business Card-ს ყოველთვიური ბარათის მომსახურების საკომისიოს გარეშე და გაათავისუფლებს საკომისიოს გადახდისგან, Visa Card-ით განხორციელებული ტრანზაქციებზე Ecommerce მომსახურებაზე პირველი ექვსი თვის განმავლობაში, ჯამურად 300 ლარამდე.
- ვებ კონტენტის მართვის სისტემა (CMS): თითოეული სავაჭრო ობიექტი მიიღებს მის საჭიროებებზე მორგებულ CMS-ს, ელექტრონული კომერციის სერვისის გასავითარებლად, მათი კონკრეტული ბიზნეს საჭიროებებისა და ინდუსტრიის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ხელმისაწვდომი CMS-ის მომწოდებლები არიან B2C, Kovzy და
- დომენის რეგისტრაცია: სავაჭრო ობიექტები, რომლებსაც ესაჭიროებათ დომენი, მიიღებენ ერთწლიან უფასო რეგისტრაციას სტანდარტული დომენისთვის .Ge დომენის სივრცეში შესაბამისი CMS მომწოდებლის მეშვეობით.
- მიტანის სერვისის ვაუჩერები: მცირე საცალო სავაჭრო ობიექტები, სწრაფი კვების ობიექტები, კაფეები და რესტორნები მიიღებენ 250 ლარის ვაუჩერს მიტანის სერვისისთვის, სადაც მიტანის მართვა შეუფერხებლად იქნება ინტეგრირებული არჩეულ CMS-ში.
- QR მენიუები: სწრაფი კვების ობიექტები, კაფეები და რესტორნები ისარგებლებენ QR მენიუებით, რომლებიც სრულად არის ინტეგრირებული მათ CMS-თან, რაც გაამარტივებს შეკვეთის პროცესს მათი მომხმარებლებისთვის.
- საუკეთესო შედეგების მქონე მონაწილის ჯილდო: საუკეთესო ხუთი მონაწილე,, რომლებიც გამოიმუშავებენ ყველაზე მაღალ ბრუნვას პროგრამის განმავლობაში, მიიღებენ ელექტრონული კომერციის აკადემიის ონლაინ სწავლის კურსის .უფასო ვაუჩერს.
პროგრამის წესებსა და პირობებზე მეტი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს https://ecominabox.ge/