აზერბაიჯანის თავდაცვის მრეწველობის ქარხანაში აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მრეწველობის ქარხანაში აფეთქება მოხდა.

ამის შესახებ haqqin-ს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, იაშარ ისაკოვმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, “შირვან-არაზის ქარხანაში” აფეთქება, დაახლოებით, 12:00 საათზე მოხდა.

მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ერთი ხელშია დაჭრილი.

დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები