ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით პორტუგალიის რესპუბლიკას ეწვევა
20-21 ივლისს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით პორტუგალიის რესპუბლიკას ეწვევა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი შეხვდება პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟოაო გომეშ კრავინიოს, პორტუგალიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ აუგუშტუ სანტუშ სილვას და პორტუგალიის სახელმწიფო მდივანს ევროპის საკითხებში ტიაგო ანტუნეშს.
ასევე გაიმართება შეხვედრები ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა და ევროპულ საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან და პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის (CPLC) აღმასრულებელ მდივანთან.