რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ჩრდილოეთით გვიან ღამით დრონებით თავდასხმა განხორციელდა.
როგორც ე.წ. ხელისუფლების ხელმძღვანელი, სერგეი აქსიონოვი აცხადებს, უკრაინული დრონების დარტყმის შედეგად გოგონა დაიღუპა.
”ყირიმის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტზე მტრის დრონებით თავდასხმის შედეგად დაზიანდა ოთხი ადმინისტრაციული შენობა. სამწუხაროდ, იყო მსხვერპლი – დაიღუპა მოზარდი გოგონა”, – წერს აქსიონოვი Telegram-ში.