განადგურებული ადმინისტრაციული შენობა და საწყობი – ოკუპანტებმა ოდესა ისევ დაბომბეს
რუსი ოკუპანტები უკვე მეორე ღამეა, ოდესას სხვადასხვა რაკეტით და დრონებით ბომბავენ.
“სამხრეთის” ოპერატიულ სარდლობაში განაცხადეს, რომ, სარაკეტო თავდასხმის შედეგად, განადგურდა ადმინისტრაციული შენობა და დაშავდა ოთხი ადამიანი, ხოლო ოდესასთან რამდენიმე საწყობი განადგურდა.
აღნიშნულია, რომ ოდესის წინააღმდეგ გამოყენებულია ოცზე მეტი „საჰაერო სამიზნე“ – სხვადასხვა მოდელის რაკეტები და დრონები.
ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა ასევე განაცხადა, რომ ოდესის გარეუბანში მოხდა ნგრევა და 300 კვ.მ ფართობზე ხანძარი გაჩნდა.