აშშ-ში, კენტუკის შტატში, წყალდიდობის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
აშშ-ში, კენტუკის გუბერნატორმა, ენდი ბეშირმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ძლიერმა წვიმამ შტატის ნაწილებში ფართომასშტაბიანი წყალდიდობა გამოიწვია.
„ჩვენ ვმუშაობთ ზარალის შესაფასებლად და მასზე რეაგირებაზე. ისევე როგორც ყველა გამოწვევა, რომელსაც ჩვენ შევხვდით, ჩვენ ვიქნებით ყველა დაზარალებულისთვის. ჩვენ ამას ერთად გადავლახავთ“, – აღნიშნა ბეშირმა.
როგორც ცნობილია, რამდენიმე ოლქში დატბორილ გზებზე სხვადასხვა სამაშველო სამუშაოები განხორციელდა, ამ დროისთვის წყალდიდობას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამასთან, არ არიან დაკარგულები.
„გახსოვდეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ნივთების შეცვლა და სახლების აღდგენა. ჩვენ არ გვინდა სიცოცხლის დაკარგვა“, – განაცხადა გუბერნატორმა ვიდეომიმართვისას.