აშშ-მა უკრაინისთვის 1.3 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტი გამოაცხადა
აშშ-მა უკრაინას 1.3 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტი გამოუყო. ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.
დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის კრიტიკულად მნიშვნელოვან შესაძლებლობებსა და საბრძოლო მასალებს, კერძოდ:
- NASAMS-ის ოთხი დანადგარი და საბრძოლო მასალა;
- 152 მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები;
- განაღმვითი აღჭურვილობა;
- TOW-ს ტიპის რაკეტები;
- Phoenix Ghost-ისა და Switchblade-ს უპილოტო საფრენი აპარატები;
- მაღალი სიზუსტის საავიაციო საბრძოლო მასალები;
- დრონების ამოცნობის და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები;
- 150 საწვავის გადამზიდი;
- 115 ტაქტიკური მანქანა ტექნიკის ბუქსირებისა და ტრანსპორტირებისთვის;
- 50 ტაქტიკური მანქანა ტექნიკის ევაკუაციისთვის;
- აღჭურვილობა პორტებისა და ნავსადგურების დასაცავად;
- ტაქტიკური უსაფრთხო საკომუნიკაციო სისტემები;
- გარდა ამისა, აშშ დააფინანსებს აღნიშნული საშუალებების მომსახურებისთვის საჭირო ტრენინგებს.
„შეერთებული შტატები გააგრძელებს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობას, რომ უკრაინას ბრძოლის ველზე არსებული მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა მიეცეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.