რუსეთის თავდაცვის უწყება 20 ივლისიდან უკრაინის პორტებისკენ მიმავალ ყველა გემს იარაღის პოტენციურ მატარებლად განიხილავს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 20 ივლისიდან შავ ზღვაში უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი სამხედრო ტვირთის პოტენციურ მატარებლად განიხილება.
აღნიშნული განცხადება რუსეთის თავდაცვის უწყებამ ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ გააკეთა.
„2023 წლის 20 ივლისს, მოსკოვის დროით 00:00 საათიდან, შავ ზღვაში უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება სამხედრო ტვირთის პოტენციურ მატარებლად.
ასეთი გემების დროშის მქონე ქვეყნები ჩაითვლება უკრაინის კონფლიქტში კიევის რეჟიმის მხარეს ჩართულად“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ 17 ივლისს განაცხადა.